22.11.2024

TI – ბიუჯეტმა 332 172 ლარით იზარალა წულუკიანის მიერ იუსტიციის სამინისტროდან უკანონო გათავისუფლებების გამო

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ უკანონოდ გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა ₾332 172 უკვე იზარალა. ორგანიზაცია სისტემიდან თეა წულუკიანის მმართველობის დროს დათხოვნილი 18 თანამშრომლის ინტერესებს იცავს.

TI-ის ცნობით, 202 672 ლარი გადახდილია 5 დასრულებული საქმის შედეგად. 129 500 ლარი კი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება.

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იკავებდა. დღეს ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img