ტყიბულში, მინდელის შახტაში აფეთქება მოხდა, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი პიროვნება გარდაიცვალა. დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, აფეთქება მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით, 23:00 საათზე მოხდა.
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის ინფორმაციით კი, აქტიურად მიმდინარეობს არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
“სამწუხაროდ ქ. ტყიბულის შახტაში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად 9 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთი პიროვნება გარდაიცვალა. დეპუტატ ბეჟან წაქაძის წამომადგენლობა შემთხვევის ადგილზე იმყოფება და აქტიურად მიმდინარეობს არსებული ვითარების გამომწვევი მიზეზების შესწავლა ასევე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს მედპერსონალთან.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის
ოჯახსა და ახლობლებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დეპუტატის ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.