ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ის ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს.
ტყიბულში, შახტაში მიწის მასის ქვეს 2 ადამიანი იყო მოყოლილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიწის მასიდან ერთი მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.