22.11.2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი აირჩიეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ექვსი თვით აირჩიეს. შესაბამისად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სწორედ კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს.

კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია. NGO-ების აზრით, გიორგი კალანდარიშვილს არ ექნება საზოგადოების ნდობა. 

პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურას კენჭი დღეს უყარა – თანამდებობაზე კალანდარიშვილის დანიშვნას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საკანონმდებლო ორგანომ კალანდარიშვილის კანდიდატურას უკვე მეოთხედ უყარა კენჭი, რადგან გიორგი კალანდარიშვილმა ხუთწლიანი ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა, სწორედ ამიტომ ეყარა დღეს ექვსი თვით დანიშვნას კენჭი, რასაც საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img