ბათუმის ოლქში, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს. როგორც ცესკოს სპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა, 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ ხმების 31%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო.
ნათია იოსელიანის ინფორმაციითვე, წინასწარი მონაცემებით, მათე ფუტკარაძემ 3233 ხმა, ხოლო რამაზ ჯინჭარაძემ 7190 ხმა მიიღო.