24.11.2024

ციციშვილის კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს, 2 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აცხადებენ, რომ ორი ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 

კლინიკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდინფიცირებული 116 ბავშვი მკურნალობს და მათგან 15 რეანიმაციაში წევს.

“სტაბილურად ერთნაირი რაოდენობაა პაციენტების. ახლა 116 ბავშვია. 15 ბავშვი წევს რეანიმაციაში. ორი პაციენტია უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზე არიან. ერთი არის ახალშობილი და მეორე არის ჩვილი. რეანიმაციაში კიდევ არიან მძიმე პაციენტები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა და ჟანგბად დამოკიდებულები არიან. ცხრა მშობელია ორჯერადად ვაქცინირებული, აქედან ექვსს აქვს დადასტურებული კორონავირუსი”,- განაცხადა მაია ჩხაიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისივე თქმით, ეპიდვითარება დამაიმედებელი არ არის, რადგან “ახალ წელს საქართველოში ვერ მოვიშლით სტუმრიანობას, ამასთან გარეთ ბევრი გართობის საშუალებები იქნება, პლუს სეზონური ვირუსები, აქედან გამომდინარე ეპიდვითარება სასარგებლო ჩვენთვის არ იქნება”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img