ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებიული ჩვილი გარდაიცვალა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ის ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩვილს კორონავირუსის „ალფა” (ბრიტანული) შტამი ჰქონდა დადასტურებული.
კლინიკაში რჩება კიდევ ორი ინფიცირებული ჩვილი. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.