ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) The Best-ის პრემიაზე, რომელიც 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა კანდიდატები დაასახელა.
The Best-ის პრიზების გადაცემის ცერემონია 2022 წლის 17 იანვარს გაიმართება. გამარჯვებული კი, გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, რომელიც 2021 წლის 22 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე გაიმართება.
სიაში მოხვდნენ: ქარიმ ბენზემა (რეალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი), ჟორჟინიო (ჩელსი), ნ’გოლო კანტე (ჩელსი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პარი სენ-ჟერმენი), ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული).