წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.
წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირი და მრევლი დახვდა. უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:32 საათზე გადმოვიდა.
იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.