გაეროს უმაღლესი კომისარის ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდის განცხადებით, უკრაინა სამმა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. მისი თქმით, უკრაინაში ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„სამი მილიონი ლტოლვილი გაიქცა უკრაინიდან. ომი უნდა შეწყდეს. ახლავე“,- წერს ფილიპო გრანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.