26.11.2024

უკრაინა ჩერნობილის ატომური სადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეზე საუბრობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვის საშიშროება არსებობს.

კულებას განცხადებით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი სადგური დაზიანებულია, მას დიზელის გენერატორს დაუკავშირებენ, რაც უზრუნველყოფს ობიექტის კვებას 48 საათის განმავლობაში.

“ამის შემდეგ გამომუშავებული ბირთვული საწვავის სათავსოში გაგრილების სისტემა გაითიშება, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს. 48 საათში, შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით ტექნოგენური კატასტროფა მოხდეს. პუტინი უბრალოდ პლანეტას ანადგურებს”, – წერს კულება სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხის არსებობაზე განცხადება უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, Energoatom-მაც გააკეთა.

“საბრძოლო მოქმედებებმა შეუძლებელი გახადა ქარხნის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაუყოვნებლივ შეკეთება, რომელიც ატომური სადგურის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავების დროს დაზიანდა.

ბირთვული საწვავის დათბობამ შეიძლება გამოიწვიოს “რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გასროლა. რადიოაქტიური ღრუბელი ქარის საშუალებით გაიფრქვევა უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და ევროპის სხვა რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ელექტროენერგიის გარეშე, არ იმუშავებს ქარხნის ვენტილაციის სისტემებიც, რაც მუშებს რადიაციის ზემოქმედების საფრთხის ქვეშ აყენებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img