22.11.2024

უკრაინა – ოკუპანტები ჩერნიგოვის რეგიონს ნელ-ნელა ტოვებენ

რუსი ოკუპანტები ჩერნიგოვის რეგიონს ნელ-ნელა ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი ვიაჩესლავ ჩაუსი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„დღეს კიდევ ერთი დღეა, ბევრი სამუშაოა. მტერი ჩვენი შეიარაღებული ძალების წყალობით ნელ-ნელა ტოვებს ჩერნიგოვის რეგიონს. იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ წავლენ ისინი ჩვენი ქვეყნიდან“, – აცხადებს ჩაუსი.

ჩაუსმა ჩერნიგოვის რეგიონის მცხოვრებლებს მიმართა და განაცხადა, რომ რეგიონზე მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება.

„დიდი თხოვნა მაქვს, განგაშის სიგნალის არსებობის შემთხვევაში დარჩით თავშესაფრებში, ჯერ ნაადრევია დასვენება, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ომი, მტერი ჩვენს მიწაზეა“, – აცხადებს ჩაუსი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img