უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგმა დაახლოებით 17 300 ჯარისკაცს მიაღწია. ინფორმაციას „უკრინფორმი“ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, რუსეთის ჯარმა დაკარგა 605 ტანკი ტანკი, 1723 სამხედრო ჯავშანმანქანა, 305 საარტილერიო სისტემა, 96 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 54 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი, 131 თვითმფრინავი, 131 შვეულმფრენი, 1184 ავტომობილი, 7 ერთეული კატერი/გემი, 75 საწვავის ცისტერნა, 81 ოპერატიული-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 21 ერთეული სპეცტექნიკა და 4 ცალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ აღნიშნული მონაცემები ამ დრომდე ზუსტდება. უწყების ცნობით, დეტალურად მათი აღრიცხვა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გამო არის გართულებული.