21.11.2024

უკრაინა – ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 374 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 374 ბავშვი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. მათივე ცნობით, ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი – 388
  • ხარკივი – 202
  • კიევი – 116
  • ჩერნიგოვი – 68
  • მიკოლაევი – 65
  • ლუჰანსკი – 61
  • ხერსონი – 55
  • ზაპოროჟიე – 41

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2328 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 289 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img