რუსეთის წინსვლა უკრაინაში მნიშვნელოვნად შენელდა და მისი ჯარები დემორალიზებული არიან, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა დღეს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„მოწინააღმდეგე აგრძელებს შეტევით ოპერაციას, მაგრამ მისი ჯარების დაწინაურების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა“, – აღნიშნულია უკრაინელი მაღალჩინოსნის პოსტში.
მან იქვე დასძინა, რომ ოკუპანტები დემორალიზებულები არიან და სულ უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ძარცვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისკენ.