უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„მარიუპოლში კატასტროფული ჰუმანიტარული სიტუაციის გათვალისწინებით, დღეს ჩვენს ძალისხმევას სწორედ აქ გავამახვილებთ“, – წერს ვერეშჩუკი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, რუსული ძალების მიერ ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში რამდენიმე კვირაა ათასობით ადამიანია ჩარჩენილი.