24.11.2024

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გიორგი გრიგოლია მშობლიურ აბაშაში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გიორგი გრიგოლია მშობლიურ აბაშაში, დედის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის დროს სამხედრო პირების მიერ საქართველოს ჰიმნი შესრულდა. გიორგი გრიგოლიას ხსოვნას ოჯახის ახლობლებთან ერთად პატივი მიაგეს, პოლიტიკოსებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 41 წლის ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად საგანგებოდ უკრაინიდან ჩამოვიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.

გიორგი გრიგოლია 31 მაისს დონეცკის ოლქში, ბახმუტის ტერიტორიაზე, შეტაკების დროს უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად გარდაიცვალა. ის სამშობლოში 10 ივნისს ჩამოასვენეს. ქართველი გმირის პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში, აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img