უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ნიკოლოზ შანავა ვარკეთილში, საგვარეულო სასაფალოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვაზე იმყოფებოდა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი იგორ დოლგოვი.
ნიკოლოზ შანავა საქართველოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. ის ქალაქ იზიუმის მახლობლად, შეტაკების დროს დაიღუპა.