21.11.2024

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 45 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან, სრულმასშტაბიანი ომის 6 თვის განმავლობაში უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 400 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 200 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 919 ტანკს, 4 230 ჯავშანმანქანას, 1032 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 145 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 198 ვერტმფრენს, 3149 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 815 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 194 ფრთოსან რაკეტას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img