22.11.2024

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – გაერო

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 4,9 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ მონაცემებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

“24 თებერვლიდან 4 ივლისის მდგომარეობით ჩვენ დავადასტურეთ 4 889 გარდაცვალების და 6 263 დაჭრის შემთხვევა სამოქალაქო პირებში. რეალური რიცხვები მნიშვნელოვნად მეტია”, – აღნიშნულია გაეროს ინფორმაციაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, მხოლოდ ივნისში 361 სამოქალაქო პირი დაიღპა, 1 029-მ კი დაზიანება მიიღო.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ადამიანური დანაკარგის 98% გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებით.

“მშვიდობიანი მოსახლეობა არასდროს არ უნდა იყოს სამიზნე და ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების შენარჩუნებაზე. აუცილებელია მუდმივად დავიცვათ განსხვავებულობის, სიფრთხილისა და პროპორციულობის პრინციპები”, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img