უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონ უკრაინელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება, – ამის შესახებ უკრაინული მედია გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
„სულ რაღაც სამ თვეში, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლი, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. იძულებით გადაადგილების ასეთი მასშტაბები და სიჩქარე, აქამდე, ისტორიას არ ახსოვს“, – აცხადებს გენერალური მდივნის თანაშემწე და გაეროს კრიზისების კოორდინატორი ამინ ავადი.
გაეროს მონაცემებით, 3 მილიონზე მეტ უკრაინელ ბავშვს, ომის გამო, სწავლის შეწყვეტა მოუწია. გარდა ამისა, დღეისთვის, 15,7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და მათი რიცხვი იზრდება. ამასთან, ასიათასობით ადამიანს არ აქვს წყალი და ელექტროენერგია.