24.11.2024

უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა

რუსეთში უკრაინელი ჟურნალისტი და ონლაინ გამოცემა „გორდონის“ დამფუძნებელი დმიტრი გორდონი ძებნილად გამოცხადდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე მიმდინარე წლის მარტში სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით, ომის გაჩაღებისკენ საჯარო მოწოდებების, ეროვნული ნიშნით სიძულვილის ან მტრობის გაღვივების და რუსული არმიის შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებებით აღძრა.

მოგვიანებით რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ორგანიზაციამ, „როსფინმონიტორინგმა“ გორდონი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img