შავ ზღვაში მდებარე კუნძულ “ზმეინზე” უკრაინელები დარტყმებს ახორციელებენ, რის შედეგადაც რუსეთის ძალებს “მნიშვნელოვანი დანაკარგი” აქვთ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამხრეთის ოპერაციულმა სარდლობამ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, იერიშის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ დამატებით დეტალებზე ოპერაციის დასრულებამდე არ ისაუბრებდნენ.
როგორც დასავლური მედია წერს, კუნძული “ზმეინი” პოპულარული ომის დასაწყისშივე გახდა, როდესაც რუსული ხომალდი „მოსკოვი“-დან ოკუპანტები უკრაინელ მესაზღვრეებს, დანებებისკენ მოუწოდებდნენ. პასუხად კი – უკრაინელი სამხედროსგან ცნობილი ფრაზა: „Русский военный корабль, иди на х*й“ მიიღეს.