21.11.2024

უკრაინის დაზვერვა – აზოვსტალის მცველების პროცესზე რუსებმა, შეიძლება, ტერორისტული აქტი მოაწყონ

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთი აზოვსტალის დატყვევებული მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს. დაზვერვის ინფორმაციით, ამ მიზნით, მარიუპოლის კამერული ფილარმონიის შენობის გადაკეთება მიმდინარეობს, სცენაზე რკინის გალიები მონტაჟდება.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები “მოწმეებს” ამზადებენ და პროცესზე რუსული მედია მიჰყავთ.

“ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რომელსაც რაშისტები განიხილავენ, არის სარაკეტო შეტევა შენობაზე. თუ ასეთი შეთქმულება განხორციელდება, რაშისტები შეეცდებიან ჩადენილი დანაშაულის უკრაინაზე გადმობრალებას, როგორც სჩვევიათ.”- წერს უკრაინის დაზვერვა.

6 აგვისტოს, მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები კვლავ არ იცავენ არცერთ საერთაშორისო ნორმას.

“ისინი აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას, რითაც მთელი ცივილიზებული სამყაროსადმი გულგრილობას აჩვენებენ.” – განაცხადა ბოიჩენკომ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img