უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში საომარი მდგომარეობა 4 მარტს გამოცხადდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
“ეს არის ჩვენი დაზვერვის მონაცემები, რომ 4 მარტიდან რუსეთის ფედერაციამ ნამდვილად უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა თავის ქვეყანაში. მინდა ვნახო, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს, სადაც კიდევ ბევრი ინტელექტუალია, ვისაც ესმის, რა ხდება რუსეთის ფედერაციაში.
დღეს თუ პუტინს არ აქვს საკმარისი ქვემეხი, ამიტომ შეუძლია წაიყვანოს ის ბავშვები, რომლებსაც გამოიძახებს ჯარში, რათა „ხორცსაკეპ მანქანაში“ მოხვდნენ. არ მესმის, რატომ აკეთებს ამას“, – განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ბევრ რუსს, ვინც რუსეთში თანამდებობებს იკავებს, არ ესმის, რა ხდება პუტინის თავში.