21.11.2024

კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა – რუსმა სამხედროებმა საჰაერო იერიში რკინიგზის სადგურზე მიიტანეს

უკრაინის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა. ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქება განხორციელდა სამხრეთის რკინიგზის სადგურსა და სასტუმრო „იბისას“ შორის, რომლის მახლობლადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მდებარეობს.

ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა უკრაინის რკინიგზამ. მათი განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კიევის რკინიგზაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. 

“რუსმა ტერორისტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს კიევის რკინიგზის სამხრეთ სადგურზე, სადაც ათასობით უკრაინელი ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მიმდინარეობს. ჭურვი სასტუმრო Ibis-თან ჩამოვარდა, სადგურის შენობამ გაუძლო და მცირე დაზიანება მიიღო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img