უკრაინულმა ჯარმა რუსი ოკუპანტებისგან ხერსონის ოლქში სამი სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, მტერმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად, დაკარგა კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკის და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე. ბრძოლები სოფელ ალექსანდროვკას მიდამოებში გრძელდება.
გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ იუჟნობურგის მიმართულებაზე რუსული ძალები ბრძოლისუნარიანობის აღდგენისთვის შესაბამის ზომებს იღებენ. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს, დროებით დაკავებულ ტერიტორიებზე.