21.09.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის გენშტაბი – რუსებმა აზოვსტალის რაიონზე საჰაერო თავდასხმა განაახლეს

ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება, მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრანულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მოწინააღმდეგის თერთმეტი შეტევა მოიგერიეს, განადგურდა რუსული ძალების 8 ტანკი, 11 ერთეული ჯავშანტექნიკა და 5 მანქანა.

გენშტაბის ცნობით, პოპასნაიას მიმართულებით, ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს პოპასნაიას დასახლებაზე სრული კონტროლის დამყარებაზე და ლიმანისა და სევერსკის დასახლებებზე შეტევის განახლებაზე.

რუსულ ძალებს სევეროდონეცკის, ავდეევსკის, კურახოვსკის, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიას მიმართულებებით აქტიური საომარი მოქმედებები არ განუხორციელებიათ, მაგრამ ცეცხლის გახსნით ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების ქმედებების შეზღუდვას და საარტილერიო ნაწილების განადგურებას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

უვიზო რეჟიმის საფრთხეები: პოლიტიკის თამაშები მოქალაქეთა ხარჯზე

ანალიზი: 30 ევროპარლამენტარის მოწოდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადახედვის შესახებ  ევროპარლამენტარებმა ოლივერ ვარჰეისთვის მიმართვისას გააკეთეს მკაცრი განცხადება, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველოში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img