25.11.2024

უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს

პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობით გაემართნენ.

მათ ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ, ისმოდა უკრაინის მხარდასაჭერი შეძახილები.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ კი, მოქალაქეები “წადი, წადი”-ის ძახილით მივიდნენ. ისინი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img