დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. პერიოდულად იბომბება ხარკოვი.
ხარკოვის რეგიონში, ბოლო 24 საათში 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. თავდასხმა ხარკოვის რეგიონალურ ცენტრში, იზიუმში გრძელდება.
მარიუპოლში თავდასხმა მიმდინარეობს, რუსული ძალები ქალაქის დაბომბვას თვითმფრინავითა და არტილერიით აგრძელებენ. რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს ქალაქიდან არ უშვებენ.
დონეცკის რეგიონში, ბოლო 24 საათში 11 ადამიანი დაიჭრა. გრძელდება საცხოვრებელი კორპუსებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 34 ობიექტი განადგურდა, აქედან 22 საცხოვრებელი კორპუსია.
გუშინ ღამით, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე აფეთქებებისა და ჭურვების ხმა გაისმა, კერძოდ ჩერნობიევკას მახლობლად.
ლუგანსკში დაბომბვა და სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს, ცხელ წერტილად ზოლოტე ითვლება. ჰუმანიტარული დერეფნების არარსებობის მიუხედავად, ლუგანსკში 400 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.