22.11.2024

უკრაინის პროკურატურა – კიევის რეგიონშ ნაპოვნია 1 200-ზე მეტი ცხედარი

კიევის რეგიონში 1 222 ცხედარი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Sky News-სთან განაცხადა.

ვენედიქტოვამ ასევე, განაცხადა, რომ მისმა გუნდმა 5 600-ზე მეტი ომის შესაძლო დანაშაულის შემთხვევა აღწერა. მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია 500 ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან რუსეთის უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნები.

მთავარი პროკურორი აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნის ომის მთავარი კრიმინალი ვლადიმერ პუტინია. მისივე თქმით, სანამ პუტინი პრეზიდენტია, საერთაშორისო სამართლის თანახმად, დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობს და სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img