24.11.2024

უკრაინის ქალაქ მაკაროვში პურის ქარხანაზე საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ მაკაროვში, რომელიც კიევის რეგიონს ეკუთვნის, პურის ქარხანაზე საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით Sky News ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხუთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. თავდასხმამდე ქარხანაში დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც მედია წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიუხედავად ჰუმანიტარული დერეფნების დაპირებისა, რუსი სამხედროები ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის კიევში ავიაიერიშებს მაინც განაგრძობენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img