25.11.2024

უკრაინის სახალხო დამცველი – რუსეთის შეჭრის დღიდან 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 71 ბავშვი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

კერძოდ, ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.

ხარკოვის ოლქში სოფელ ჟუკოვსკის ბაზარზე თავდასხმის დროს 16 წლის ბიჭი დაიღუპა.

გარდა ამისა, ღამით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკოიეში მორიგი დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი კერძო საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონა გადარჩა.

„რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის, რუსი „ბოევიკების“ ქმედებებისთვის, ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის – ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. მე დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნებმა გააკეთონ ყველაფერი რუსული ტერორიზმის შესაჩერებლად და დახურონ ცა უკრაინის თავზე“, – განაცხადა დენისოვამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img