21.11.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალები – გუშინ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ, დღეს კი 6-ჯერ დაარღვია

17 თებერვალს რუსმა სამხედროებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 60-ჯერ დაარღვიეს, მათგან 43 შემთხვევაში რუსეთმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

 თავდასხმების შედეგად 2 უკრაინელი სამხედრო და მინიმუმ 5 მოქალაქე დაზარალდა.

„მტრის ქმედებების შედეგად, გაერთიანებული ძალების ერთი მსახური დაიჭრა, მეორე კი შეტაკებისას დაზარალდა. სამხედროები სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. დაჭრილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმების შედეგად ორი მოქალაქე დაიჭრა.

ასევე გუშინ, მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროენერგიის ხაზები, ბუნებრივი აირის მილები და გაანადგურა 2 კერძო სახლი ლუგანსკში.

სკოლამდელი განათლების ინსტიტუტის სამმა თანამშრომელმა დაბომბვის შედეგად დაზიანებები მიიღო“ – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img