24.11.2024

უკრაინის შს მინისტრი – სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში იმყოფებიან

უკრაინის სადაზვერვო სამსახურები “აზოვსტალის” დატყვევებულ მებრძოლებთან კომუნიკაციაში არიან და კიევი ყველაფერს აკეთებს მათი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

„მათი (სადაზვერვო სამსახურების) მეშვეობით ვსწავლობთ დაკავების პირობებს და მათი გათავისუფლების შესაძლებლობებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ისინი ყველანი იქნებიან აქ, კიევში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა მონასტირსკიმ.

შეგახსენებთ, რუსეთმა მაისში განაცხადა, რომ მარიუპოლის “აზოვსტალის” ტერიტორიიდან 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა. კიევი მათ დაბრუნებას ომის ტყვეების გაცვლის გზით გეგმავს, კრემლში კი აცხადებენ, რომ ჩაბარებულ მებრძოლებს „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეპყრობიან.“

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img