23.11.2024

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის რამდენიმე საათია მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის განმარტებით, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია. მასში შედიან: ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავიდ არახამია, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეჩეველი მიხეილ პოდოლიაკი, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი , სახალხო დეპუტატი რუსტემ მეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო თემა იქნება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის ტერიტორიიდან გაყვანა.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი დავიდ არახამია მოლაპარაკებების მოლოდინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს: “მოლაპარაკებები ან სწორი მიმართულებით წავა, ან ისე, როგორც რუსული სამხედრო გემი”, – წერს არახამია.

მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე და კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. მასში ასევე მონაწილეობენ ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img