დღეს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული კიდევ ორი ხომალდი „ჩერნომორსკის“ პორტიდან გავიდა. ხომალდები მზესუმზირითა და სიმინდით არის დატვირთული. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, პორტიდან გავიდა ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი FULMAR S-ი, რომელიც 12 ათასი ტონა სიმინდით არის დატვირთული და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი THOE, რომელიც 3 ათასი ტონა მზესუმზირით არის დატვირთული.