უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონბასის რეგიონში, რუსმა მებრძოლებმა შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს. აღნიშნულ ინფორმაციას მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის წინა ხაზთან ახლოს გამაგრებულმა მებრძოლებმა აღმოაჩინეს მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა.უკრაინის შეიარაღებული ძალების სიფხიზლისა და მონდომების წყალობით, მტერმა მიატოვა თავისი განზრახვა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკან დაიხია“, – წერია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
მტრის მოქმედებებს გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან დანაკარგი არ მოჰყოლია.