სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა მინსკში იმყოფება და რუსეთს სურს, ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ”, – წერს გამოცემა.
უკრაინაში იანუკოვიჩის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული. ის უკვე ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის და დაუსწრებლად მისჯილი აქვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.