22.09.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს კიევში თავს დაესხნენ

კიევში, გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას მრჩეველს, საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში წყაროზე და კიევის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ადეიშვილს ქუჩაში უცნობი პირები მიუახლოვდნენ და სცემეს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მომხდარი ადეიშვილის საქართველოში მოღვაწეობას უკავშირდება.

მედია წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კიევის პოლიციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს გენპროკურორის მრჩეველზე თავდასხმის გარემოებების დადგენა.

„7 თებერვალს კიევის პოლიციაში ექიმების მხრიდან შევიდა ინფორმაცია, რომ ტვერსკის ქუჩაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებულია მამაკაცი, რომელიც უცნობმა პირებმა სცემეს. მისამართზე გავიდა საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ. 49 წლის დაზრალებული ჰოსპიტალიზებულია“, – აღნიშნულია გამოცემის ინფორმაციაში

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ტვინს, შესაძლებლობებსა და მომავალს

ნაწილი I: ტვინის ცვლილებები ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად თანამედროვე სამყაროში მუდმივი ტექნოლოგიური კომუნიკაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. კვლევები აჩვენებს, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img