ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით არის.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხის სიმამაცე პატივისცემასა და აღტაცებას იწვევს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის 100 დღის აღსანიშნავად „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში ისაუბრა.
„100 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინელების სიმამაცე ჩვენს პატივისცემასა და აღტაცებას იმსახურებს. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. დღეს, პარიზში, ემანუელ მაკრონთან განვიხილავ ევროკავშირის არსებულ და მომავალ მხარდაჭერას ქვეყნისადმი“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.