უკრაინას ახლა აქვს „ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა“ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ბლოკში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინას ახლა ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს და უკრაინა არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, რაც თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა სულ რაღაც ხუთი თვის წინ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს არის იმ მოძრაობის გამარჯვება, რომელიც „მაიდანზე“ 8 წლის წინ დაიწყო.
„ასე რომ, დღეს უპირველეს ყოვლისა არის მომენტი, ვიზეიმოთ ეს ისტორიული ეტაპი, სიმტკიცისა და შეუპოვრობის გამარჯვება, იმ მოძრაობის გამარჯვება, რომელიც რვა წლის წინ „მაიდანზე“ დაიწყო“, – დასძინა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დრო დასჭირდება და შრომას მოითხოვს.