25.11.2024

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა

ევროკავშირის ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასრულდა დრო, როცა რუსეთი ენერგეტიკას შანტაჟისთვის იყენებდა.

მისი თქმით, რუსეთს არ მიეცემა უფლება, ნავთობისა და გაზისთვის გადახდა რუბლებში მოითხოვოს, რადგან ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნება.

„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და ხელშეკრულების აშკარა დარღვევა. ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი სანქციების გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის დასრულდა“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ასევე, უარი თქვა ენერგიის რუბლებში გადახდაზე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img