ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსეთისადმი ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. მან 4 სხვადასხვა ტიპის სანქციაზე ისაუბრა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა აცხადებს, რომ ევროკავშირი აპირებს საბოლოოდ თქვას უარი რუსულ ნავთობზე. ლაიენის თქმით, ეს არ იქნება მარტივი, თუმცა ამის გაკეთება აუცილებელია.
ფონ დერ ლაიეინის თქმით ეს ეტაპობრივად მოხდება. პირველ ეტაპზე ევროკავშირი 6 თვეში გაუფილტრავ ნავთობის რუსეთიდან მიღებას შეწყვეტს, 2022 წლის ბოლოსთვის კი რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე იტყვის უარს.
“ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რუსული ნავთობი ეტაპობრივად შევწყვიტოთ. ეს ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს მოგვცემს შესაძლებლობას, დავიცვათ ალტერნატიული მოწოდების გზები და იმავდროულად ვიფრთხილოთ, რომ შევამციროთ საერთაშორისო ბაზარზე გავლენა“, – განაცხადა ფონ დერ ლაეინმა.
სანქციების მეექვსე პაკეტის სამიზნე გახდება რუსი მაღალი თანამდებობის სამხედრო ოფიცრები, ვინც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს და ვინც მარიუპოლის “არაადამიანური ბლოკადაზეა პასუხისმგებელი”. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი იდენტიფიცირებულები არიან და აუცილებლად დაისჯებიან.
“ეს უგზავნის კიდევ ერთ მძლავრ სიგნალს კრემლის ყველა დამნაშავეს: ჩვენ ვიცით ვინ ხართ და ჩვენ დაგაკისრებთ პასუხისმგებლობას. ამას გვერდს ვერ აუვლით”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სბერბანკი, რომელიც რუსეთის უდიდესი ბანკია და მთლიანი საბანკო სექტორის დაახლოებით 37%-ს მართავს, SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გაითიშება. მისი თქმით, SWIFT-დან გაითიშება 2 სხვა დიდი სახელმწიფო ბანკიც.
“ამით, ჩვენ დავარტყამთ იმ ბანკებს, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რუსეთის ფინანსური სისტემისთვის და პუტინის ნგრევის განხორციელებისთვის. ეს განამტკიცებს რუსეთის ფინანსურის სექტორის აბსოლუტურ იზოლაციას გლობალური სისტემიდან”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, მეექვსე პაკეტის ფარგლებში, 3 დიდ რუსულ სახელმწიფო ტელევიზიას ევროკავშირის ტერიტორიაზე არანაირი ფორმით მაუწყებლობის უფლება აღარ ექნებათ. ეს არხები ევროკავშირის სატელიტებიდან მოიხსნება და არც საკაბელო ტელევიზიითა და ინტერნეტით იქნებიან ხელმისაწვდომი.
“ჩვენ ეს სატელევიზიო არხები იმ მაცნეებად ამოვიცანით, ვინც პუტინის ტყუილებსა და პროპაგანდას აგრესიულად ავრცელებენ და ჩვენ მათ აღარ უნდა მივცეთ სცენა, რომ ეს ტყუილები გაავრცელონ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.