ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდისტული მედიები აიკრძალება.
“რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში“, – განაცხადა ლაიენმა.