22.11.2024

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთმა, შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა დაკარგოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება.

”რუსეთი, პრინციპში, მოწყვეტილი იქნება საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან. სანქციები დაწესდება ყველა საქონელზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელიც რუსეთს სასწრაფოდ სჭირდება თავისი ეკონომიკის მოდერნიზაციისა და დივერსიფიკაციისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის ექსპორტზე მისი სისუსტეა.

”ის შეადგენს მათი ექსპორტის ორ მესამედს და რუსეთის ბიუჯეტის ნახევარი ამისგან მოდის. რუსეთს სჭირდებოდა მოდერნიზაცია, რაც შეუძლებელი იქნება, თუკი შემდგომი სანქციები დაწესდება,” – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img