22.11.2024

უსუფაშვილი – ივანიშვილი მარცხენა ხელით უშვებს „ტროიკას“ იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს, ახლა გამოვიდა, რომ მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა – ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილი მარცხენა ხელით უშვებს ე.წ. ტროიკას იმ პროპაგანდისთვის, რასაც აწარმოებს და ახლა გამოვიდა, რომ მარჯვენა ხელით სიტუაციის ჩაცხრომა განიზრახა.

“ვურჩევდი მას, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს, სერიოზულად გაუწოდოს აშშ-ს და ევროპას, როგორც აქამდე იყო და მაშინ, საქართველოც გადარჩება და თვითონაც.” – განაცხადა უსუფაშვილმა.

„კელი დეგნანი უამრავ ადამიანს ხვდება, მათ შორის მეც და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამის გამო ვარ არაფორმალური მმართველი ან ვინმე სხვა. პირიქით, ვარ უკმაყოფილო, რომ ბიძინა ივანიშვილის კომუნიკაცია საერთაშორისო წრეებთან და ელჩებთან უკიდურესად არის შეზღუდული. პირველ რიგში ეს ვნებს „ქართულ ოცნებას“ და ასევე, საქართველოს. რა შეიძლებოდა ამ შეხვედრის სასაუბრო თემა ყოფილიყო და ა.შ. იცით, უკრაინაში ომი რომ დაიწყო საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო აღმოჩნდა უდიდესი ხიფათების წინაშე. ამ უდიდესი ხიფათების დროს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ერთხელ კი არა, დღეში სამჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთგან კი არა, ათას სხვადასხვა ფორმატში: ნატო, სამიტები, ორმხრივ და სამმხრივი შეხვედრები იყო და რატომ? იმისთვის, რომ აუცილებელი იყო იმ ხიფათთან, რასაც რუსეთის უკრაინასთან თავდასხმა მოჰყვა, არამხოლოდ უკრაინისთვის არამედ მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით გამკლავება. ამ პროცესში საქართველო სრულიად ამოვარდნილი იყო. საქართველოს ოფიციალურმა ლიდერებმა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ სატელეფონო საუბრები ჰქონოდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ანუ ვისთანაც უკრაინაში ომის დაწყებამდე კვირაში ერთხელ ხან წერილს ვგზავნით, ხან ვინმე ჩადის იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია გაგრძელდეს, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და აღჭურვა გაგრძელდეს იმისათვის, რომ თავდაცვისთვის ვიყოთ მზად. ანუ რეალური ხიფათის დროს, როდესაც საქართველო სათანადოდ არ იყო მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი, რომ სერიოზული ხიფათებია, საჭიროა თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლაზე, თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეს პრობლემა არ გადაედოს მთელ მსოფლიო“, – განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ამგვარად, რეალობა პირიქითაა სინამდვილეში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img