დღეს დილით ოზურგეთში “უცნაური” საპროტესტო აქცია გაიმართა. გურიის ეპარქიის რეზიდენციის გვერდით მდებარე ტანსაცმლის მაღაზია “მავნეს” წინ ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ტასაცმლის სექციების მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მაღაზია “მავნეს” მიერ ტანსაცმლის გაყიდვა დაბალ ფასში, საცალოდ არ უნდა ხდებოდეს და საბითუმოდ უნდა იყიდებოდეს, ვინაიდან ეს მათ ისედაც მცირე შემოსავალს კიდევ უფრო ამცირებს.
აქცია მას შემდეგ დაიშალა რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა.