21.11.2024

ვახტანგ გომელაური – ყველა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით დაისჯება

სამწუხაროა რაც მოხდა, დაწყებული გუშინდელი ფაქტიდან, შეხლა-შემოხლა, რაც გავიდა ეთერშიც. გუშინვე დავიწყეთ ამაზე გამოძიება. ერთი მინდა ვთქვა: ყველა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ვინც დაარღვია კანონი, სრული სიმკაცრით დაისჯება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც დმანისში ჩავიდა.

მისივე თქმით, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული ძალები და ჯგუფები ცდილობენ, მომხდარი ეთნიკურ დაპირისპირებად შეაფასონ.

„ეთნიკურად აზერბაიჯანელები, ქართველები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ერთად ცხოვრობენ საუკუნეების განმავლობაში და ამას არ დავუშვებთ. ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და გამოკითხვები გრძელდება. „ჯერ დაკავებას ვერ დაგიდასტურებთ. ცუდი სიტუაცია იყო, გეთანხმებით და ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად. გუშინდელის მერე გაძლიერებული იყო პოლიცია, შემოყვანილი იყო მეტი ძალები, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გაათმაგებული იყო ძალები, მაგრამ ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი და მოხდა დამატებითი ძალების შემოყვანა დმანისში და სიტუაცია ამის შემდეგ განიმუხტა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img