კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარში გრძელდება. ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება.
წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 881-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 577 637 აცრა გაკეთდა.